Thursday, May 7, 2015

პროექტი-ვიყოთ მარად ახალგაზრდები

.პროექტის სახელწოდება: ვიყოთ მარად ახალგაძზრდები.
2.პროექტის მთავარი იდეა: სპორტული მარათონი-თემაზე ჯანმრთელი გული.
3.პროექტის აქტუალობა: დაბალია მოსახლეობის ცნობიერება ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ
4.პროექტის მიზნები: მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ცხოვრების ჯანმრთელი წესის დამკვიდრება, მოსწავლეები აიმაღლებენ ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციის, ანალიზის, კრიტიკული აზროვნების უნარებს, ისტ უნარებს განიმტკიცებენ, აიმაღლებენ სამოქალაქო განათლების კულტურას.
5.მონაწილეთა ასაკი: მე-9 კლასის მოსწავლეები
6.ვადები/ხანგრძლივობა: 5 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/  პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: გამოკითხვის შედეგად შექმნიან ვიდეოსიუჟეტებს, შექმნიან ბუკლეტებს მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, პლაკატები სლოგანებით.
8.პროექტისათვის საჭირო   ძირითადი რესურსები: საკანცელარიო მასალა, ვიდეოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი, სპორტული მაიკები.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები  შეადგენენ კითხვარს და მოსახლეობაში ატარებენ ვიდეო გამოკითხვებს, თუ  რა იციან ჯანმრთელი ცხოვრების წესის ესახებ. შეაჯამებენ შედეგებს. ამის შემდეგ დაამზადებენ ფლაერებს, ბუკლეტებს  და დაარიგებენ მოსახლეობაში ინფორმირებულობის ასამაღლებლად.  შემდეგ მოეწყობა პრეზენტაცია სკოლაში თემაზე , როგორ დავიცვათ გული დაავადებებისაგან, თემში გაავრცელებენ ინფორმაციას მარათონის შესახებ და შედგება მარათონის მონაწილეთა სია, მოეწყობა სპორტული მარათონი, რომელშიც გამოყენებული იქნება პლაკატები. მარათონზე გადაღებული ფოტოებით მომზადდება პრეზენტაცია, რომელიც განთავსდება სკოლის ფეისბუკის გვერდზე.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, საბუნებისმეტყველო საგნები, სპორტი.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მარინე კუნელაური, გარდაბნის  მუნიციპალიტეტის  ახალსოფლის  საჯარო  სკოლა.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:kunelauri.m@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

პროექტის განხორციელების გეგმა